spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბოტკოველი – ეს ადამიანები არ ყოფილან დაქირავებული ადამიანები, თავისი შეგნებით, წავიდნენ და იბრძოდნენ არა მარტო უკრაინის, არამედ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვისაც

ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრის გიორგი ბოტკოველის თხოვნით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
 

“ეს ადამიანები არ ყოფილან დაქირავებული ადამიანები. ეს ადამიანები თავისი შეგნებით, წავიდნენ და იბრძოდნენ არა მარტო უკრაინის თავისუფლებისთვის, იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვისაც. სწორედ ამ ადამიანების პატივისცემის ვალდებულება გააჩნიათ თითოეულ ჩვენთაგანს.

 

ბატონო პრემიერო, თქვენ მათ დღეს დაქირავებული ადამიანები უწოდეთ. ამ ადამიანების უმეტესი მათგანი 2008 წლის ომის გმირები არიან და უმეტესი მათგანი ბევრი ომის მონაწილეა საქართველოს თავისუფლებისთვის. ყველას მოგიწოდებთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ამ ადამიანების ხსოვნას“, -განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები