spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბოტკოველი – კახურ ღვინოს გავხდით ისეთ წარმატებულს, პოპულარულს, რომელიც შვებას მისცემს ქართველ გლეხს და ამ შრომას დააფასებს

ივანიშვილი და მისი მთავრობა არიან საკუთარი თავისთვის. ჩინოვნიკები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ თვითონ იღებენ შემოსავალს, ისინი იპარავენ ფულს, ისინი მდიდრდებიან და თითოეული თქვენგანი, რომლებიც წლიდან წლამდე, დღიდან დღემდე შრომობთ, ასე დაუფასებელი რჩება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბრის შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ დაფასდება კახელი მევენახის შრომა.

“ივანიშვილმა ფეხქვეშ გათელა იმ ადამიანების შრომის ფასი, რომელსაც რეალურად უნდა ჰქონდეს შემოსავალი და ჩვენ ვნახეთ თუ როგორ უდგება ივანიშვილი და მისი ხელისუფლება განსაკუთრებით კახეთში იმ ადამიანებს, ვინც მთავარი დოვლათი უნდა შექმნან და მთავარი შემოსავალი უნდა მისცენ ჩვენს ქვეყანას.

ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით ფასზე, რომელი ფასიც არ შეესაბამებოდა იმ რეალობას, რა რეალობაც არის ქვეყანაში და სწორედ ჩვენი პირობა არის ის, რომ დაფასდეს კახელი მშრომელი მევენახის შრომა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება და 2024 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ჩვენ ყველა ერთად გავისტუმრებთ ივანიშვილს და მის ამ მაფიოზურ ოლიგარქიულ ბოროტ მმართველობას, ერთხელ და სამუდამოდ დაფასდება კახელი მევენახის შრომა და ყურძენს ექნება ფასი – რქაწითლის შემთხვევაში იქნება ორი ლარი, ორლარნახევარი, საფერავის შემთხვევაში იქნება სამი ლარი, სამლარნახევარი.

ივანიშვილი და მისი მთავრობა არიან საკუთარი თავისთვის. ჩინოვნიკები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ თვითონ იღებენ შემოსავალს, ისინი იპარავენ ფულს, ისინი მდიდრდებიან და თითოეული თქვენგანი, რომლებიც წლიდან წლამდე, დღიდან დღემდე შრომობთ, ასე დაუფასებელი რჩება.

დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერი იქნება ის თარიღი, როდესაც ქვეყანაში დასრულდება ის მანკიერი მიდგომები, რომლებიც აქვს ივანიშვილს და მის მაფიოზურ მმართველობას. 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან. 14 მილიარდი, რომელზეც ასე ხშირად ვსაუბრობთ, ძალიან დიდი წილი მიდის სოფლის მეურნეობაზე, სწორედ ეს მიმართულება იქნება ჩვენთვის პრიორიტეტი და ჩვენ კახურ ღვინოს გავხდით ისეთ წარმატებულს, პოპულარულს, რომელიც შვებას მისცემს ქართველ გლეხს და ამ შრომას დააფასებს“, – განაცხადა ბოტკოველმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები