spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბოტკოველი – ხალხს არა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს აქვს ივანიშვილის ვალი და სწორედ ამ ვალის გადახდა დაიწყო

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში სანქციებზე გაკეთებული ჩანაწერის გამო მმართველი გუნდის კრიტიკით ივანიშვილის ვალი გადახდა დაიწყო.

 

“ალბათ, მარტო სალომე ზურაბიშვილი იყო დარჩენილი, ვინც ვერ დაიცვა ბიძინა ივანიშვილი, აქ არ იყო უბრალოდ. საუბრობენ იმაზე, რომ თურმე ხალხს ჰქონია ვალი ბიძინა ივანიშვილის. ხალხს არა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს ნამდვილად აქვს ვალი და სწორედ ამ ვალის გადახდა დაიწყო. 

 

სალომე ზურაბიშვილი დღეს არის ერთი ჩვეულებრივი თოჯინა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოქმედებს ისევ. ჩვეულებრივად შეიძლება 48-ს და 41-ს შორის ისევ ტოლობის ნიშანი დავსვათ”, – განაცხადა ბოტკოველმა. 

 

სალომე ზურაბიშვილმა მმართველი გუნდი ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილის გაკეთებული ჩანაწერის გამო დაადანაშაულა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები