მერაბიშვილიც, კეზერაშვილიც და ძალიან ბევრი ადამიანი, არიან ამ პარტიის დამფუძნებლები და 2001 წელს ერთად შექმნა ამ ხალხმა პარტია მიხეილ სააკაშვილთან ერთად. არ ვიცი ვინ ვის უმაგრებს ზურგს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გიორგი ბორტკოველმა განაცადა.
მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილთან “ნაციონალური მოძრაობის” ძალიან ბევრ წევრს აქვს ურთიერთობა.
“მერაბიშვილი მე ბევრჯერ მყავს ნანახი, იმ ადამიანთან მე მაქვს ურთიერთობა და „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ბევრ წევრს აქვს ურთიერთობა, იმიტომ, რომ მაგ ადამიანთან ერთად გვიბრძოლია, რეფორმები გაგვიტარებია და არ ვიცი, მან თვითონ უნდა თქვას, რას ფიქრობს.
მე ჩემი პოზიცია, ჩემი აზრი არასდროს დამიმალია და თუნდაც ის, რომ გამარჯვების შემდეგ გამათავისუფლებს დაკავებული თანამდებობიდან, არანაირად არ ვარ დამოკიდებული რეგიონალური მდივნის თანამდებობაზე”, – განაცხადა ბოტკოველმა.