spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბოტკოველი – მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ დანაშაულში არ ჩაებათ

გვაქვს ინფორმაცია, პოლიციელები, ჯარისკაცები როგორ აიძულებენ მათ ე.წ. კრიმინალებთან ერთად ტანდემში იმუშაონ, რათა დააშინონ ადამიანები, ამოიღონ პირადობის მოწმობები და აიძულონ, რომ 41 ნომერი შემოხაზონ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

“საზოგადოებას მინდა მივაწოდო მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუ როგორ ექცევა და შეურაცხყოფს ივანიშვილი და მისი ხელისუფლება პოლიციელს და ზოგადად, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს. ჩვენ გაქვს მატერიალურად მოწოდებული ინფორმაცია, თუ როგორ არიან საკუთარ საცხოვრებელ მისამართებზე განაწილებულები თბილისში და სხვადასხვა რეგიონში მომუშავე პოლიციელები, ჯარისკაცები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები და  როგორ აიძულებენ მათ ე.წ. კრიმინალებთან ერთად ტანდემში იმუშაონ, რათა დააშინონ ადამიანები, ამოიღონ პირადობის მოწმობები და აიძულონ, რომ 41 ნომერი შემოხაზონ.

მე მინდა, მივმართო პოლიციელს, ყველა იმ ძვირფას ადამიანს, რომელიც რეალურად, უნდა ემსახურებოდეს საკუთარ ქვეყანას – ეს არის მათი მუნდირის შეურაცხყოფა. მე, როგორც პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, როგორც პასუხისმგებლობიანი მოქალაქე, არ შეურაცხვყოფ მათ და არ გავავრცელებ, არ გავასაჯაროებ იმ სიებს, რომელიც მე მათი შიდა წყაროებიდან მაქვს მატერიალურად მოწოდებული.

ძვირფასო პოლიციელებო, ჯარისკაცებო, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებო, ფინანსური პოლიციის თანამშრომლებო, სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებო, ძალიან ბევრო ჩემო მეგობარო, რომელსაც გაიძულეს, ჩამოსულიყავით, კარდაკარ გევლოთ და გეიძულებინათ ადამიანები, რომ მათ ოპოზიციისთვის მხარი არ დაეჭირათ, ეს არის დანაშაული. მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ დანაშაულში არ ჩაებათ, რადგან ამ დანაშაულის შესაბამისად, თქვენი საქმიანობა უპირველესად, შეურაცხყოფს თქვენს ოჯახებს, შვილებს და თქვენი შვილების ევროპულ მომავალს, რომლისთვისაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები