ნებისმიერი თავმჯდომარის პირობებში, “ნაციონალური მოძრაობა“ ითანამშრომლებს ყველასთან, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს ევროპული და წარმატებული, – ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა კითხვას, თუ ხედავს თანამშრომლობის პერსპექტივას “გირჩი – მეტი თავისუფლებასთან“, „დროასა“ და “სტრატეგია აღმაშენებელთან“.
“რა თქმა უნდა, ყველასთან უნდა ვითანამშრომლოთ და როდის უთქვამს „ნაციონალურ მოძრაობას“ უარი ამაზე ნებისმიერი თავმჯდომარის პირობებში. თავმჯდომარე კი არ წყვეტს ამას, წყვეტს ის გარემო, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. დღეს ვიმყოფებით გარემოში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილს სრულად უზურპირებული აქვს ყველაფერი და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი აქვს ხელში ჩაგდებული, რითიც ყოველდღიურად ანადგურებს ქვეყნის ავტორიტეტს, ამაში ჩვენ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს ევროპული და წარმატებული, ვითანამშრომლებთ კი არა, ვიქნებით ერთმანეთის თანამებრძოლები ქვეყნის გადარჩენისთვის“, – განაცხადა ბოტკოველმა.