spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბოტკოველი – პირადობის მოწმობების ჩამორთმევით ცდილობენ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების განეიტრალებას

პირადობის მოწმობების ჩამორთმევით ცდილობენ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების განეიტრალებას, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თელავის მერობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი აცხადებს.

 

ის თელავში “ქართული ოცნების” მხრიდან მოსახლეობის მოსყიდვისა და დაშინების ფაქტებზე საუბრობს.

 

“ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტები თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რომ “ქართული ოცნება” ახორციელებს დანაშაულებრივ ქმედებებს. ამ მეთოდით ისინი ცდილობენ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების განეიტრალებას, რაც არის პირადობის  მოწმობების როგორც უფულოდ ჩამორთმევა, სადაც ეს გაუვათ, სადაც არა, ცდილოვენ ფულის შეთავაზებით და გამოსყიდვით, პირადობის მოწმობები ჩაიგდონ ხელში”, – განაცხადა ბოტკოველმა. 

 

მისი თქმით, თელავის სოფლებზე მიმაგრებული არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც შტაბის წევრებთან ერთად ცდილობენ ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას. 

 

“როგორც ჩანს,  “ქართულ ოცნებას” თელავის მუნიციპალიტეტში აღარ გააჩნია აღარანაირი ავტორიტეტი და მხარდაჭერა, ამიტომ  თელავის შტაბის წევრები ჩაანაცვლეს კონკრეტულმა ადამიანებმა, რომლებიც მიმაგრებულები არიან სოფლებზე. ეს ადამიანები კარდაკარ დადიან და ყურით დაყავთ “ქართული ოცნების” ადგილობრივი შტაბის წარმომადგენლები და მათთან ერთად სჩადიან ყოველგვარ სიბინძურეს”, – განაცხადა ბოტკოველმა.

 

მისი თქმით, ამაში ჩართულია ნიკოლოზ ჯანიაშვილი, თეთრიწყაროს  მუნიციპალიტერტის მერი, რომელიც მიმაგრებულია სოფელ კურდღელაურზე. ბოტკოველის თქმით, ის სოფლის შტაბის წევრებს ეუბნება, რომ უნდა დააყირავონ კურდღელაური. ასევე კურდღელაურში მიმაგრებულია სიღნაღის საკრებულოს წევრი მალხაზ ხუციშვილი, რომელიც გამოირჩევა აგრესიულობით. ბოტკოველის თქმით, ანალოგიური მდგომარეობაა მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები