spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბოტკოველი – პრეზიდენტი სააკაშვილი საკმაოდ სუსტად არის, უჭირს საუბარი, გადაადგილებაც

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა დღეს რუსთავის ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

 

მისი განცხადებით, მესამე პრეზიდენტს უჭირს საუბარი, გადაადგილება და თავს სუსტად გრძნობს. 

 

“პრეზიდენტი სააკაშვილი საკმაოდ სუსტად არის და მე პირველად არ შევდივარ და სხვა ყველა დანარჩენი შესვლიდან საკმაოდ სუსტად გამოიყურება და სამარცხვინოდ გამოიყურება ხელისუფლება. ყველაფერთან ერთად, თუმცა რა არის გასაკვირი, როდესაც ადამიანს კლავენ, შეიძლება ითქვას და მას ფიზიკურად ანადგურებენ, ყველაფერს აკეთებენ ამისთვის და ეს კიდევ ვიმეორებ, არ არის ეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული, ეს არის სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული ქმედება ხელისუფლების მხრიდან. 

 

უჭირს საუბარი, უჭირს გადაადგილებაც, თუმცა მისი მოტივაცია დღეს ამ ქვეყნის გადარჩენაზე, მისი მოტივაცია დღეს უკრაინაში, უკრაინის გადარჩენაზე არის პირველი”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები