პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ამ ქვეყნის თავისუფლებასთან ერთად, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბოტკოველმა სასამართლოს ეზოში განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესზე ბევრ რამეზე ისაუბრებს, მათ შორის ამ ხელისუფლების კორუფციულ ფაქტებზე.
“ეს პროტესტი არ შეწყდება სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფელი, სანამ ჩვენი ქვეყანა არ იქნება თავისუფალი. დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილი ისაუბრებს ძალიან ბევრ რამეზე, მათ შორის იმ კორუფციულ ფაქტებზე, რომელსაც ეს ხელისუფლება ყოველდღიურად ჩადის. ესენი ედავებიან მიხეილ სააკაშვილს სამარცხვინო მუხლებით, რომელმაც ამ ქვეყანაში კორუფცია დაამარცხა და ამ ქვეყანას განვითარება მისცა”, – განაცხადა ბოტკოველმა.