spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბოტკოველი – ყოველი ეს სანქცია უფრო მეტად ასუსტებს მათ პოზიციებს და ვფიქრობ, რომ ხალხის აქტიურობა შედეგს გამოიღებს

მთავარი არის, რომ არ უნდა დავიღალოთ. ვხედავთ, რომ მიუხედავად ათასი ჯარიმებისა, არ იღლება ხალხი. ვხედავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება ჩვენ გვერდითაა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც გადასულია მხოლოდ და მხოლოდ ფულის კეთებაზე.

“ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც გადასულია მხოლოდ და მხოლოდ ფულის კეთებაზე და სხვა არაფერი აინტერესებთ, არ აინტერესებთ მათ ხალხი და გვყავს ხელისუფლების მორჩილი ე.წ. გუნდი. ხომ გვინახავს მონა, რომელიც დამონებული ჰყავს ადამიანს, მაგრამ ესენი შინაგანი შეგნებით არიან მონები და თვითსურვილგამოხატული მონები არიან, რომლებიც პირდაპირ ავრცელებენ სიბინძურეს, ისინი ადამიანებს აშავებენ მხარდაჭერის მაგივრად.

მთავარი არის, რომ არ უნდა დავიღალოთ. ვხედავთ, რომ მიუხედავად ათასი ჯარიმებისა, არ იღლება ხალხი. ვხედავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება ჩვენ გვერდითაა, დღევანდელი სანქცირების ფაქტიც ჩანს. ეს არ ნიშნავს, რომ ამან შეიძლება უბრალოდ ჩაიაროს, კარგად იცის დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომ ყოველი ეს სანქცია უფრო მეტად ასუსტებს მათ პოზიციებს და ვფიქრობ, რომ ხალხის აქტიურობა შედეგს გამოიღებს”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები