spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბოტკოველი – რაღაც უმწიკვლო სახეები შეარჩიეს, მაგრამ ვერანაირად ვერ გახდის უმწიკვლოს ამ ხელისუფლებას

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბოტკოველი “ქართული ოცნების” მიერ მერობის კანიდატების დასახელებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველი პარტია სპორტსმენებსა და იმ ადამიანებზე ამოფარებით, რომლებიც აქამდე პოლიტიკაში არ ყოფილან, ვერაფერს შეცვლის. 

 

“შეარჩიეს ისეთი სახეები, რომლებიც არ ყოფილან ჩართული პოლიტიკაში. რაღაც უმწიკვლო სახეები შეარჩიეს, მაგრამ ვერანაირად ვერ გახდის უმწიკვლოს იმ ხელისუფლებას, რომელი ხელისუფლებაც დამნაშავეა პირდაპირ ქართველი ხალხის წინაშე. ამიტომ, მათი წინ ამოფარება, ამ კანდიდატების, იქ სპორტსმენებზეც არის საუბარი და იმ ადამიანებზე, რომლებიც პოლიტიკაში არ ყოფილან ჩართულები, ვერაფერს ვერ შეცვლის”, – აცხადებს ბოტკოველი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები