spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბოტკოველი – რაც აღარ არსებობს, რას ჩაიბარებთ, ადამიანებს ყველაფერი, ფაქტობრივად, 100%-ით გაუნადგურდათ

ფაქტობრივად, ხელისუფლება გამოდის და ამბობს, რომ მევენახისგან ჩაიბარებს იმას, რაც უკვე აღარ არსებობს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები სამარცხვინო და დამცინავია.

 

“ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით ინიციატივაზე, რომელიც ითვალისწინებდა უხვი ნალექით განადგურებული ვენახების მინიმალურ ანაზღაურებას გამოყოფილი სუბსიდიის თანხიდან. ის ისედაც გამოყოფილია ხალხისთვის – 50 მილიონი ლარი, რაც უნდა მოხმარებოდა 2023 წლის რთველს, გამოიყოს შარშან ჩაბარებული წონადობის შესაბამისად – 20 თეთრი. ვამბობთ, რომ ეს იქნება ელემენტარული მხარდაჭერა იმ ვალის გასტუმრებისთვის, რომელიც მევენახეს წლიდან წლამდე აღებული აქვს მეზობელი ან საკუთარი სოფლის შხამქიმიკატების მაღაზიიდან. ეს მას ვალისგან გაათავისუფლებდა. მომავალ წელს საშუალება ექნება, რომ კვლავ გააგრძელოს ვენახის მოვლა.

 

მე სპეციალურად არ ჩავედი არცერთ ვენახში, რადგან ვიღაცისთვის ეს ყველაფერი სალაპარაკო არ გამხდარიყო, თითქოს, ოპოზიცია ამ ყველაფერს პოლიტიკურად იყენებს და ხელისუფლებას ხელს უშლის დაეხმაროს მევენახეს, მაგრამ ჩვენ რაც მოვისმინეთ, ეს არის მხოლოდ დამცინავი განცხადება, რომ ჩაიბარებენ. რაც აღარ არსებობს, რას ჩაიბარებთ. ადამიანებს ყველაფერი, ფაქტობრივად, 100%-ით გაუნადგურდათ. თუ უნდა მოსულიყო 10 ტონა დღეს, ესაუბრებით, რომ 100 კგ-ს ჩაიბარებთ იმ ვენახიდან, რომელიც აღარ არსებობს.

 

ხელისუფლება ჯიბრში არ უნდა ჩაუდგეს არც მევენახეს და არც ოპოზიციას, რომლის ინიციატივაც ეს არის, ამ შემთხვევაში, “ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაზე ვსაუბრობ. შარშანდელი მიღებული მოსავლის წონადობის მიხედვით მოხდეს მხოლოდ სუბსიდიის ანაზღაურება. პირობითად თუ უნდა მიიღოს 1 ტონა მოსავალი, დანარჩენი მოსავლის ანაზღაურება მოხდეს შარშან გამოყოფილი სუბსიდიის მიხედვით, როგორც იყო გასულ წელს და იმ წონადობის მიხედვით აუნაზღაურდეთ ზარალი, რომელიც მას მიადგა“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები