spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბოტკოველი – რაც მეტი კანდიდატი იქნება, მით უფრო ფართო არჩევანის გაკეთების საშუალება გვექნება

რაც მეტი კანდიდატი იქნება, მით უფრო ფართო არჩევანის გაკეთების საშუალება გვექნება, –  ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა  განაცხადა. 

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარტიაში დაგეგმილი არჩევნების საორგანიზაციო საკითხები სწრაფად მოგვარდეს. 

 

“შეხვედრებში მივიღებთ მონაწილეობას და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რაც უფრო მალე გავივლით ყველა ეტაპს,   დაწყებული პოლიტსაბჭოში პირველი შეკრებიდან, შემდეგ უკვე წესზე შეკრება, როგორი წესით ჩატარდება  არჩევნები,  ვინ მიიღებს მონაწილეობას როგორც კანდიდატები და ვინ – როგორც ამომრჩეველი. 

 

ყველა ადამიანს, ვისაც რაიმე შეხება ჰქონია ამ პარტიასთან, ვინც ფიქრობს, რომ ამ პარტიისთვის რაღაც გაუკეთებია, რაღაც შეუქმნია, თვლის, რომ უნდა იყოს ამ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ყველას აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა. რაც მეტი კანდიდატი იქნება, მით უფრო ფართო არჩევანის გაკეთების საშუალება გვექნება”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები