სადაც არ უნდა მიხვიდე, არ არსებობს ადგილი, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, ნებისმიერ ქალაქში, რომ არ გაგიმყარდეს ის განცდა, რომ საქართველო აუცილებლად გადარჩება და 26 ოქტომბერს დამარცხდება ივანიშვილის ის რეჟიმი, რომელმაც ქვეყანაში სიღარიბე დათესა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეებთან მათი მთავარი სათქმელი არის ის, რომ ყველამ ერთად უნდა გადაარჩინოს ქვეყანა.
“დღეს, სადაც არ უნდა მიხვიდე, არ არსებობს ადგილი, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, ნებისმიერ ქალაქში, რომ არ გაგიმყარდეს ის განცდა, რომ საქართველო აუცილებლად გადარჩება და 26 ოქტომბერს დამარცხდება ივანიშვილის ის რეჟიმი, რომელმაც ქვეყანაში სიღარიბე დათესა, რომელმაც უკიდურეს პირობებამდე მიიყვანა ჩვენი მოსახლეობა. ამიტომ, გვექნება ჩვენ შეხვედრები მოსახლეობასთან, სადაც მოქალაქეებს მთავარ რამეს ვეტყვით, რომ დღეს უპირველესი საკითხი არის, რომ ყველამ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება და გადავარჩინოთ ქვეყანა”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.