spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბოტკოველი – სადეპუტატო კითხვით მივმართავთ ღვინის ეროვნულ სააგენტოს და გამოვითხოვთ ინფორმაციას

სამშაბათს სადეპუტატო კითხვით მივმართავთ ღვინის ეროვნულ სააგენტოს და გამოვითხოვთ ინფორმაციას, მუნიციპალიტეტის მიხედვით, გასულ წელს რამდენი ყურძენი ჩაბარდა კონკრეტულ ღვინის ქარხანაში, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

“ქართულმა ოცნებამ” რუსული პროპაგანდისტული მანქანა ჩართო, უკვე დაიწყეს კახელი გლეხის, მევენახის “გაშავება”. პროპაგანდისტული მანქანა ამუშავდა კონკრეტულ ტელეარხებზე, სადაც დაიწყეს საკუთარი პროპაგანდისტების ჩაწერა.

 

რამდენიმე სიუჟეტი ვნახეთ, სადაც თურმე, გლეხს ეუბნებიან, რომ მათ არაფერი დაუკარგავთ, მათ წელს შემოსავალი ექნებათ და დაიწყეს კონკრეტული სტატისტიკებით ლაპარაკი 2012 წელზე, 2013 წელზე, 2015-ზე. ეს არ აინტერესებს იმ დაზარალებულ ადამიანს, რომელსაც საერთოდ აღარ აქვს მოსავალი. მათ აინტერესებთ კონკრეტული საქმე, რას იზამს ხელისუფლება.

 

მინდა მივმართო ხელისუფლებას, იმის ნაცვლად, რომ გლეხის წინააღმდეგ თქვენი რუსული პროპაგანდა გამოიყენოთ დაწყებული ტროლ-ბოტებით, დამთავრებული ამ პროპაგანდაში ჩართული საკუთარი აქტივისტებით, იზრუნეთ, რანაირად გამოვიდეთ ამ მძიმე სიტუაციიდან.

 

ნახეთ, ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები, ვოლსკის და ცაგარეიშვილის, რომლებიც ერთხელ არ იქნებიან ვენახში ნამყოფები და განაცხადეს, თუ როგორ უნდა დაიანგარიშონ ეს ყველაფერი, გაუგებარია მათთვის “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივა.

 

სამშაბათს “ნაციონალური მოძრაობა” ვაპირებთ, რომ სადეპუტატო კითხვით მივმართოთ ღვინის ეროვნულ სააგენტოს, გამოვითხოვთ ყველა ინფორმაციას, მუნიციპალიტეტის მიხედვით, გასულ წელს რამდენი ყურძენი ჩაბარდა კონკრეტულ ღვინის ქარხანაში, კონკრეტულმა გლეხმა რამდენი ჩააბარა. ამის შემდეგ რუსული ოცნების წარმომადგენლებს დავეხმარებით იმ მათემატიკაში, რომელიც მათ ადრე უნდა ესწავლათ, რომ ასეთი მავნებლური განცხადებები არ გაეკეთებინათ. ხელისუფლებას არ მივცემთ უფლებას, რომ მევენახეების დახმარების ნაცვლად ბინძური მეთოდებით დაიწყონ ბრძოლა მათ წინააღმდეგ”,- განაცხადა ბოტკოველმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები