წინანდლის ღრეობიდან წამოსულმა მთვრალმა გუბერნატორმა სახელმწიფოს კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” კახეთის ორგანიზაციის ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა 11 დეკემბერს წინანდალში სახელისუფლებო გუნდის მიერ გამართული დიდ შეხვედრის შემდეგ მოხდა, საიდანაც წამოსული არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კახეთის გუბერნატორს ავტოსაგზაო შემთხვევა შეემთხვა, რის შედეგად თავად მცირედი დაზიანებები მიიღო, სახელმწიფო ავტომობილი კი მნიშვნელოვნად დააზიანა.
“რამდენიმე დღის წინ კახეთში, ჭავჭავაძის რეზიდენტციაში “ქართული ოცნების” ლიდერებმა ჩაატარეს დიდი საერთო ღრეობა, სადაც შეკრებილები იყვნენ როგორც მუნიციპალიტეტების მერები, გუბერნატორები და სხვა ჩინოვნიკები ქვეყნის რეგიონებიდან. კახეთის გუბერნატორი ბატონი ირაკლი შიოშვილი მთვრალ მდგომარეობაში, საუბარი არაა მცირედ ალკოჰოლური ზემოქმედების მდგომარეობაზე, არამედ მთვრალი გუნერნატორი წინანდლიდან გაემგზავრა თელავის მიმართულებით. ხედავთ ფაქტს, თუ რა მდგომარეობაში ჩააგდო სახელმწიფო ავტომობილი. ექიმებს მოატყუა, რომ დაგორდა კიბეებზე და იქ მიიღო მცირე დაზიანებები. მოვითხოვ, შსს-ს მხრიდან, რომელიც დღეს სამწუხაროდ, პოლიტიკურ იარაღად აქვს ბიძინა ივანიშვილს გამოყენებული, სასწარაფოდ გამოაქვეყნონ იმ დღის კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოშვილის ალკოტესტის შედეგები”, – აცხადებს ბოტკოველი.
კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი ადასტურებს ავტოსაგზაო შემთვევის ფაქტს, თუმცა მისი თქმით, ეს არ უკავშირდება წინანდლის შეხვედრას. მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოუხდა მეორე დღეს, 12 დეკემბერს, როდესაც ის იმყოფებოდა ბაკურციხე-თელავის გზაზე.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული.