მთავარი მოლოდინი მაქვს ის, რომ ცივილიზებულმა სამყარომ უნდა გაიმარჯვოს რუსეთის იმ აგრესიაზე, რომელსაც ის აწარმოებს უკრაინაში, – ამის შესახებ Front News-თან პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქე მიიჩნევს, რომ რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა და ამ არჩევნებით არაფერი იცვლება.
“არ მგონია, რომ საქართველოს რომელიმე მოქალაქეს ეჭვი ეპარებოდეს იმაში, რომ რუსეთი და პრეზიდენტი პუტინი არის აგრესორი.
მთავარი მოლოდინი მაქვს ის, რომ ცივილიზებულმა სამყარომ უნდა გაიმარჯვოს რუსეთის იმ აგრესიაზე, რომელსაც ის აწარმოებს უკრაინაში და არამხოლოდ უკრაინაში, ის ცდილობს გავლენები ჰქონდეს სხვადასხვა ქვეყნებზეც”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო. ხმის მიცემა 15 მარტიდან 17 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.