spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბოტკოველი – ცნობილი გახდება იმ ადამიანების სია, რომლებიც პირდაპირ და ირიბად არიან ჩართული მიხეილ სააკაშვილის წამების პროცესში

დაწყებულია მუშაობა სიაზე და ცნობილი გახდება იმ ადამიანების სია, რომლებიც პირდაპირ და ირიბად არიან ჩართული მიხეილ სააკაშვილის წამების პროცესში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ბევრი ისეთი ადამიანი მოხვდება ამ ყველაფერში, რომელიც შეიძლება, ფიქრობს, რომ მისი ირიბი ჩართულობა და მავნებლობა სადმე დაიმალება.

 

“ყველა ის ქმედება, რასაც დღეს ახორციელებს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მიმართ, სწორედ ერგება იმ სტანდარტებს, რა სტანდარტებითაც დგება კონკრეტული სიები. ჩვენ სიაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს. გავივლით ყველა იმ პროცედურას, რაც გასავლელია და აუცილებლად დაიდება კონკრეტული ადამიანების სია, რომლებიც პირდაპირ და ირიბად არიან ჩართული მიხეილ სააკაშვილის წამების პროცესში. დღეს გვარებს არ ჩამოვთვლი. ბევრი ისეთი ადამიანი მოხვდება ამ ყველაფერში, რომელიც შეიძლება, ფიქრობს, რომ მისი ირიბი ჩართულობა და მავნებლობა სადმე დაიმალება.

 

ამიტომ იქნება ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც რეალურად იმსახურებს სასჯელს როგორც საერთაშორისო სამყაროსგან, ისე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები