spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბოტკოველი – ვინმე დარჩა კიდევ ვინც არ მოგიწოდებთ, რომ ეს კანონი არის რუსული?!

ვინმე დარჩა კიდევ ვინც არ მოგიწოდებთ, რომ ეს კანონი არის რუსული?! სტუდენტები, სკოლის მოსწავლეების, სპორტსმენები, ხელოვნების მუშაკები, პედაგოგები, ექიმები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები – ყველა გეუბნებათ, რომ ეს კანონი ეხება მათ, ეს კანონი ეხება მათ პროფესიულ განვითარებას, ეს კანონი ეხება და ხელს უშლის შენი ქვეყნის განვითარებას, ეს კანონი ხელს უშლის ჩვენს ევროპული ინტეგრაციას. ამას გეუბნებათ ყველა  – საკუთარი მეგობრები, საკუთარი მეგობრის შვილები, საკუთარი შვილების მეგობრები, – ამ სიტყვებით მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბოტკოველმა პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრებს.

 

მისი თქმით, ბოლო დღეებში ნათლად გამოჩნდა რატომ იღებს საპარლამენტო უმრავლესობა გამჭვირვალობის შესახებ კანონს.

 

“მე, მართლა მინდა, რომ თანავუგრძნო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩათრეულია ამ პროცესში“,- აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები