spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბოტკოველი – ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა რესურსი და ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ

ეს იქნება მესამე სარჩელი პრეზიდენტისა და არასამთავრობო სექტორის. ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა რესურსი და ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ. 26 ოქტომბერს კი მთავარი სასამართლოა, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. 

 

“პროცედურები მიდის ახლა და ხელმოწერები გროვდება. ეს ყველაფერი ნოტარიალურად უნდა დამტკიცდეს. 

 

ეს იქნება მესამე სარჩელი პრეზიდენტისა და არასამთავრობო სექტორის. ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა რესურსი და ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ.

 

26 ოქტომბერს არის მთავარი სასამართლო, თუმცა ის პროცედურები, რომელშიც რეალურად, ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ და ამ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოში ის სარჩელი, რომელიც შევა, ვფიქრობთ, რომ არის უმნიშვნელოვანესი შემდგომი ეტაპისთვის განსაკუთრებით”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

 

საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ  სარჩელის შესატანად ემზადებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. დოკუმენტზე ხელმოწერები გროვდება, რის შემდეგაც სასამართლოს მიმართავენ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები