ამ დასკვნის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მანიფესტანტების მიერ სასამართლოებში სამართალწარმოებისას. იმედი მაქვს, ეს დასკვნა მათ დაეხმარებათ იმაში, რომ სიმართლე დადგინდეს, – ამის შესახებ “ღია საზოგადოება საქართველოს” წევრმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიას ზუსტად აქვს შესწავლილი საქართველოში მიმდინარე პროცესები.
“მათი მიზანი ვენეციის კომისიის აზრით, შეიძლება უბრალოდ იყოს შეკრება-მანიფესტანტების უფლებების შეზღუდვა, მათი შეშინება, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მიმოხილული აქვს ვენეციის კომისიას მთელი ის პროცესი, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა და ის კონტექსტი, რომლის ფარგლებშიც ეს ე.წ. კანონები მიიღეს და ასევე, ისინი საუბრობენ უმკაცრეს სანქციებზე, რომლებიც არის გაოთხმაგებული ადმინისტრაციული პატიმრობები, ისევე როგორც, 20-ჯერ და მეტჯერ გაზრდილი ჯარიმის ოდენობები.
განსაკუთრებით კრიტიკულადაა შეფასებული ადმინისტრაციული პრევენციული პატიმრობა.
ამ დასკვნის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მანიფესტანტების მიერ სასამართლოებში სამართალწარმოებისას. იმედი მაქვს, ეს დასკვნა მათ დაეხმარებათ იმაში, რომ სიმართლე დადგინდეს”, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
ვენეციის კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში კანონშემოქმედებითი პროცესი ფუნდამენტურად ხარვეზიანი იყო.