spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბურჯანაძე – ბელორუსული და რუსული სტილის რეგულაცია შემოდის, საქართველოში მსგავსი ტიპის აკრძალვა არასდროს ყოფილა

ბელორუსული და რუსული სტილის რეგულაცია შემოდის, საქართველოში მსგავსი ტიპის აკრძალვა არასდროს ყოფილა, – ამის შესახებ იურისტმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დეკემბრის ავტორიტარული კანონები არ ეყო ხელისუფლებას და თებერვლის ავტორიტარულ კანონებს აინიციირებენ.

“დეკემბრის ავტორიტარული კანონები, რომელიც ამ თვეში მიიღეს, არ აღმოჩნდა საკმარისი, მან ვერ დააშინა მოსახლეობა, უწყვეტი პროტესტი გაგრძელდა და მოიფიქრეს უკვე თებერვლის ავტორიტარული კანონი, რომელიც ასევე იგეგმება, რომ სწრაფად მიიღონ და შემდეგ აღასრულებენ ამ კანონს, რაც გულისხმობს იმას, რომ გაზრდიან პატიმრობის პირობებს, გააოთხმაგებენ მას, მაღალი თანამდებობის პირების შეურაცხყოფა დასჯადი იქნება პატიმრობით.

ბელორუსული და რუსული სტილის რეგულაცია შემოდის, საქართველოში მსგავსი ტიპის აკრძალვა არასდროს ყოფილა”, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

“ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილებები დააინიიცირა, რომლებიც რიგ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის დანაშაულებზე, მათ შორის ოფიციალური პირების შეურაცხყოფასა და პოლიციელებზე თავდასხმაზე სანქციების გაზრდას ითვალისწინებს. ასევე, მათ შორის, მაგალითად, მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში/შენობებში აქციების ჩატარება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები