სანქციებს აქვს მარწუხების ეფექტი და ნელ-ნელა უჭერს სისტემას. ასეა სანქციების ფუნქცია წარმოდგენილი, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სანქციები ჯერ საწყის ეტაპზეა.
“ჩვენ სანქციებს უნდა შევხედოთ, როგორც დასაწყისი. ვიზების შეზღუდვა არის პირველი ეტაპი და ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც აწესებს სანქციებს, იწყებს ვიზების შეზღუდვით, მას მოჰყვება ხოლმე ფინანსური სანქციები.
შემდეგი ეტაპი, რასაც ველოდებით, ბრიტანეთისგან არის “სვიფტის” გათიშვა ივანიშვილის ბანკისთვის. შესაბამისად, ეტაპობრივად ვითარდება.
სანქციებს აქვს მარწუხების ეფექტი და ნელ-ნელა უჭერს სისტემას. ასეა სანქციების ფუნქცია წარმოდგენილი, ასე უყურებს დასავლეთი, რომ სისტემა ისე უნდა მოაქციო მარწუხებში, რომ ჩამოიშალოს”, – განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.
პოლონეთმა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 8 მაღალჩინოსანს სავიზო შეზღუდვა დაუწესა.