სექტორი, რომლისთვისაც გამჭვირვალობა პრიორიტეტული უნდა იყოს, თვითონაა გაუმჭვირვალე. ქართველი ხალხი იმსახურებს ამ ინფორმაციის მიღებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება გამჭვირვალობის კანონიც, – წერს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით.
ჩაკვეტაძის თქმით, კვლევით საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნათელი ხდება, თუ რას ემსახურებოდა გამჭვირვალობის ქართული კანონის წინააღმდეგ მოწყობილი აჟიოტაჟი.
“სექტორი, რომლისთვისაც გამჭვირვალობა პრიორიტეტული უნდა იყოს, თვითონაა გაუმჭვირვალე
ჩატარებული საბაზისო კვლევით დასტურდება, რომ 474 არასამთავრობო და მედია ორგანიზაციიდან, რომლებმაც ხელი მოაწერეს გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქტს:
51%-ს არ გააჩნია ოფიციალური ვებგვერდი;
62%-ს არ აქვს მითითებული დონორის დასახელება/ლოგო;
68%-ს – პროექტების დასახელება;
89%-ს – გრანტების ოდენობა;
80%-ს – პროექტის/გრანტის ვადა;
97%-ს – წლიური ანგარიში;
70%-ს – ინფორმაცია გუნდის შესახებ.
ამით, საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნათელი ხდება, თუ რას ემსახურებოდა გამჭვირვალობის ქართული კანონის წინააღმდეგ მოწყობილი აჟიოტაჟი.
როდესაც რაიმეს მალავ, ყველაფერს გააკეთებ იმისათვის, რომ ეს საჯარო არ გახდეს. ასევე, როდესაც გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს არ იცავ, უხერხულიც კი არის, სხვას მიუთითო გამჭვირვალობაზე.
ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო იმსახურებს ამ ინფორმაციის მიღებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს კანონიც.
კვლევის შესახებ:
https://digital708.wixsite.com/transparency-1
https://digital708.wixsite.com/transparency“, – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.