spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი ჩალაძე – ამ დროისთვის პრეზიდენტი სააკაშვილი გორშია, დეტალებს ვარკვევთ

ამ დროისთვის პრეზიდენტი სააკაშვილი გორშია, დეტალებს ვარკვევთ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი გიორგი ჩალაძე აცხადებს. 

 

გორის სამხედრო ჰოსპიტალთან იმყოფებიან მიხეილ საკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე   და ცენტრ “ემპათიას”  კონსილიუმის წევრი ოთარ თოიძე. მათთის უცნობია, თუ რატომ არ აძლევენ მესამე პრეზიდენტის მონახულების უფლებას, ექიმები აცხადებენ, რომ კონკრეტულ მიზეზს არ ეუბნებიან.

 

“ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის გიორგი ჩალაძის განცხადებით, საღამოს  6 საათის შემდეგ მიხეილ სააკაშვილთან მნახველებს არ უშვებენ, რაც უჩვეულოა და კითხვებს აჩენს.

 

“ეს ყველაფერი არის გაგრძელება იმ არაადამიანური ვითარების,  რაც ჩვენ ვიხილეთ რუსთავიდან გლდანში გადაყვანისას, ზუსტად იგივე ხდება ახლა. ამგვარი შეფერხება ხდებოდა,  როდესაც  გამოიყენეს ძალა მის წინააღდეგ,  ახლაც იგივე ხდება.  შესაძლოა, რაღაც დაპირისპირება მოხდა,  მას მიაყენეს შეურაცხყოდა, ან გადაყვანილია რუსთავში, ან ისევ რაღაც საერთაშორისო ინსტიტუციდან მიიღეს ბრძანება და ახლა ფიქრობენ, რა გაკეთონ, ეს არაფერს კარგს არ მოასწავებს”- განაცხადა ჩალაძემ. 

 

გორის ჰოსპიტალში იმყოფება სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ის ამ დროისათვის ჰოსპიტალის წარმომადგენლებს ხვდება. 

 

ოფიციალური უწყებიდან მიხეილ სააკაშვილის საკითხზე გაჩენილ კითხვებთან დაკავშირებით ჯერჯერობით განმარტება არ გაკეთებულა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები