spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი ჩიკვაიძე – არ შევეგუები ამ სისტემის მიერ ჩაგვრას! დღეიდან გადავდივარ სრულ შიმშილობაზე

ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ, რომელიც 11 მარტს დააკავეს, იზოლატორში შიმშილობა დაიწყო.

“მე არ შევეგუები ამ სისტემის მიერ ჩაგვრას! დღეიდან გადავდივარ სრულ შიმშილობაზე.

ამჯერადაც ვიქნები გამორჩეული ჩემს პრინციპულობაში, თუნდაც ეს დამიჯდეს სიცოცხლის ფასად, ამას გავაკეთებ ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის.

პასუხისმგებლობა მომხდარზე დაეკისრება რუსულ რეჟიმს, რუსეთის აგენტ ბიძინა ივანიშვილს და კორუმპირებულ გიორგი გაბიტაშვილს.

ასევე მინდა მივმართო ჩვენი ოჯახის ახლობლებს და ნაცნობებს, ყველა ვინც დუმხართ, ხართ ამ პროცესის მონაწილე.

მეგობრებო, არ გაჩერდეთ. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე”, – აცხადებს ჩიკვაიძე, რომლის კომენტარსაც “TV პირველი” ავრცელებს.

დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს 11 მარტს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს, 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად მას პატიმრობა შეეფარდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები