spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი ჩიკვაიძე – რუსული რეჟიმი მაიძულებდა, გამეკეთებინა განცხადება, სადაც ვიტყოდი ტყუილს, თითქოს ამერიკის საელჩო მაიძულებდა, მაძლევდა დირექტივებს

ჩემი ამ დაწესებულებაში ყოფნა არ არის უსაფრთხო და ყოველ დღე ვარ რისკის ქვეშ, რომ რუსული სპეცსამსახურების დავალებით, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ განახორციელონ ჩემი ლიკვიდაცია, – ამის შესახებ დაკავებული ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე წერს.

მისივე თქმით, დაკავების შემდეგ მას აიძულებდნენ ეთქვა, რომ ამერიკის საელჩო აძლევდა დირექტივებს აქციების ორგანიზებასა და სხვა არაკანონიერი ქმედების განსახორციელებლად.

“საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ აშშ-ის საელჩო პირველივე დღიდან უწევს მონიტორინგს ჩვენს  წინააღმდეგ შეკერილ და პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეს.

რამდენიმე თვეში, მას შემდეგ, რაც ისინი დარწმუნდნენ ჩვენს წინააღმდეგ რუსული რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ არაერთ უკანონო ქმედებაში, დევნის ნაწილში, მათ გადაწყვიტეს გაეგზავნათ გამაფრთხილებელი წერილი საქართველოს პროკურატურაში, რასაც ამერიკის საელჩოც დაგიდასტურებთ. წერილში ისინი აღნიშნავდნენ, რომ ჩვენს საქმეს უწევდნენ მკაცრ კონტროლს.

დაკავების შემდეგ, რაც უკანონოდ განხორციელდა 11 მარტს, რუსული რეჟიმი მაიძულებდა, რომ გამეკეთებინა განცხადება, სადაც ვიტყოდი ტყუილს, თითქოს ამერიკის საელჩო მაიძულებდა, მაძლევდა დირექტივებს პროევროპული აქციების ორგანიზებაზე და სხვა არაკანონიერი ქმედების განსახორციელებლად.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს წარმოადგენს დანაშაულს ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუ დადგება დღის წესრიგში ამერიკული გამოძიების საკითხი, მზად ვარ ვითანამშრომლო მათ საგამოძიებო ორგანოებთან და პირადად ვამხილო ვიგინდარა, თაღლითი ხელისუფლების თუ რომელი წარმომადგენლების ინიციატივა იყო ეს ყველაფერი.

გარკვევით მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩემი ამ დაწესებულებაში ყოფნა არ არის უსაფრთხო და ყოველ დღე ვარ რისკის ქვეშ, რომ რუსული სპეცსამსახურების დავალებით, მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ განახორციელონ ჩემი ლიკვიდაცია.

ჩემი სოლიდარობა სინდისის პატიმრებს და მათ ოჯახებს.

მალე ყველაფერი კარგად იქნება.

გავიმარჯვებთ სახელოვნად!”, – წერს გიორგი ჩიკვაიძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები