ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და სასამართლო დარბაზში დააკავეს.
მოსამართლე იზა კელენჯერიძემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობით შეუცვალა.
რაც შეეხება მის ბიზნესპარტნიორს ირაკლი პაპიაშვილს, მას ისევ გირაო შეეფარდა.
ბრალდების მხარემ საპატიმრო ღონისძიების გამოყენება იმ მოტივით მოითხოვა, რომ მათი მტკიცებით, ჩიკვაიძე ხშირად გადაადგილდებოდა სადახლო გამშვებ პუნქტთან.
ჩიკვაიძეს და პაპიაშვილის 50 000-50 000-ლარიანი გირაო ჰქონდათ შეფარდებული.