spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი გახარია ბათუმში განათლების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია ბათუმში განათლების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. 

 

გიორგი გახარიასთან ერთად ღონისძიებას პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი კონსტანტინე ანანიაშვილი, აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი მიქელაძე და ალექსანდრე დავითაძე ესწრებოდნენ

 

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლების მიმართულების არსებულ პრობლემებს და სისტემის სტრუქტურული რეფორმის აუცილებლობას, რომლიც შედეგად: მასწავლებლისთვის შეიქმნება გარემო, სადაც ის იქნება თვითგანვითარებაზე ორიენტირებული,  ასევე იქნება სათანადო ანაზღაურება ახალგაზრდა მასწავლებლებისთვის და ღირსეული მიდგომა დამსახურებული მასწავლებლების მიმართ. 

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სასწავლო პროგრამებისა და გეგმის მოდიფიცირებას თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, მოსწავლისთვის ხარისხიანი ცოდნის მიცემას, რომელიც მას გახდის კონკურენტულს დასაქმების კუთხით.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები