ბატონ პრემიერს ვთხოვდი უფრო მეტი ისაუბროს ჩემზე, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ სამეგრელოში ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს და ხობის მერობის, მაჟორიტარობის კანდიდატების და ზუგდიდის საკრებულოს პარტიული სიის წარდგენის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რას უპასუხებდა გახარია პრემიერ ღარიბაშვილს, რომელმაც გიორგი გახარიასადმი დღეს კიდევ ერთხელ გაახმოვანა სხვადასხვა სახის ბრალდეები – გიორგი გახარია მხოლოდ ერთი რეპლიკით შემოიფარგლა.
„ბატონ პრემიერს ვთხოვდი უფრო მეტი ისაუბროს ჩემზე“, – აღნიშნა გახარიამ.