spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი გახარია – ჩვენ ვართ გაურკვეველი იდიოტების ხელში, რომლებიც გვაკარგვინებენ არამხოლოდ ევროპულ, ცივილიზებულ მომავალს

მინდა მოქალაქეებს ვუთხრა, შორსაა ის დრო კი არა, ჩვენ უკვე იქ ვართ, როდესაც შიდა მეგობრულ თუნდაც, მაგრამ რეგიონულ კონკურენციაში ყველაზე მაჩანჩალები გავხდით, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” გამო საქართველო სამხრეთ კავკასიაში მაჩანჩალა ქვეყანა გახდა.

“დღეს საქართველო სამხრეთ კავკასიაში მაჩანჩალა გახდა ამათ გამო. ჩვენ ასე არ ვიყავით 3-4 ელის წინ. დღეს აზერბაიჯანი თავის სტრატეგიულ მიზნებს აღწევს, მან ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა და უკვე ძალიან დიდ გლობალურ როლს ეთამაშება ეს სახელმწიფო. სომხეთმა თავის გეოპოლიტიკური არჩევანი განაცხადა და ევროპული მომავალი გახადა მთავარ მიზნად. ჩვენ ვართ გაურკვეველი იდიოტების ხელში, რომლებიც გვაკარგვინებენ არამხოლოდ ევროპულ, ცივილიზებულ მომავალს. მინდა მოქალაქეებს ვუთხრა, შორსაა ის დრო კი არა, ჩვენ უკვე იქ ვართ, როდესაც შიდა მეგობრულ თუნდაც, მაგრამ რეგიონულ კონკურენციაში ყველაზე მაჩანჩალები გავხდით. ჩამორჩენილები ვართ ყველაფერში, ეკონომიკაშიც, გეოსტრატეგიულ ფუნქციასა და როლშიც, სხვას არ მინდა საერთოდ, რომ შევეხო.

დღეს ამზადებენ რაღაც ალტერნატივას 3+3-ის სახით, ეს რომ გვესმოდეს – ფაქტობრივად ჩათვალეთ, რომ ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის ევროპული მომავალი და ოცნება ჩაანაცვლოს რუსეთის, თურქეთის და ირანის გაერთიანებაში შესვლით. სად ვიყავით ჩვენ 3-4 წლის წინ, როდესაც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყებოდა და საქართველო იქ პირველი არ იქნებოდა და მოლდოვამ გაგვასწრო. ვერავინ წარმოიდგენდა ამას. უკვე სომხეთი დაგვეწია და ასე თუ გავაგრძელებთ, ისიც გაგვასწრებს.

ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენ თუ ჩავრჩით 3+3-ის რეგიონში, რუსეთს, ირანს და თურქეთს შორის ჩვენი სტრატეგიული მეგობრების მხარდაჭერის გარეშე, ჩვენ ამ ლოკალურ სამხრეთ კავკასიურ რეგიონულ კონკურენციას გავუძლებთ კი არა, ძალიან სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდებით”, – განაცხადა გახარიამ “ფორმულას” ეთერში, გადაცემა “დროებაში”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები