spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი გახარია – ჩვენ ვიყავით პირველი პარტია, რომლებმაც ორი წლის წინ განვაცხადეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ დამოუკიდებლად

ჩვენ ვიყავით პირველი პარტია წელიწად-ნახევრის, ორი წლის უკან, რომლებმაც ოფიციალურად განვაცხადეთ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია “საქართველოსთვის” მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებლად. არაფერი არ შეცვლილა, – ამის შესახებ “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

მისი თქმით, თუ რამე შეიცვლება, ამას საზოგადოება აუცილებლად გაიგებს.

 

“იმ კაცმაც (ხაზარაძემაც) თქვა არაო, მეც ვამბობ, რომ არა. ჩვენ ვიყავით პირველი პარტია წელიწად-ნახევრის, ორი წლის უკან, რომლებმაც ოფიციალურად ვთქვით და განვაცხადეთ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია ” საქართველოსთვის” მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებლად, არაფერი არ შეცვლილა. 

 

ათასი რამ შეიძლება, მოხდეს, მაგრამ თუ რაიმე შეიცვალა, რა თქმა უნდა, ამას პირველ რიგში, ჩვენგან გაიგებს, როგორც მაყურებელი, ასევე ჩვენი მომხრეები და საზოგადოება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები