თუ საქართველომ არ მიიღო ახალი წესრიგის შექმნის პროცესში მონაწილეობა და არ დაიცვა გეოსტრატეგიული ინტერესები, ჩვენ, მარტო დარჩენილებს, პირისპირ ოკუპანტ, აგრესიულ ქვეყნებთან, ძალიან გაგვჭირდება, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ის, რომ ხელისუფლება კონფერენციაზე არაა წარმოდგენილი, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველომ პერიფერიაზე გადაინაცვლა.
“როცა ჩვენი ხელისუფლება აქ არ არის, იმას ნიშნავს, რომ საქართველომ პერიფერიაზე გადაინაცვლა. ეს იმის ბრალია, რომ ივანიშვილი ბოლო 4 წელი არწმუნებდა ხალხს, რომ ჩვენ არავინ ვართ.
თუ საქართველომ არ მიიღო ახალი წესრიგის შექმნის პროცესში მონაწილეობა და არ დაიცვა გეოსტრატეგიული ინტერესები, ჩვენ, მარტო დარჩენილებს, პირისპირ ოკუპანტ, აგრესიულ ქვეყნებთან, ძალიან გაგვჭირდება. ამიტომ, დღეს აქ ყოფნა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.
მე და სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპელ და ამერიკელ ლიდერებს ავუხსნათ – ქართველი ხალხი იმსახურებს იყოს ცივილიზებული სამყაროს სრულფასოვანი წევრი.
არჩევნების მიღწევა, სამწუხაროდ, ჩვენი შიდა პოლიტიკური კონიუნქტურის გამო, შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მხარს დაგვიჭერენ.
“ოცნებას“ კარგად ესმის, რომ მათ თუ არ ექნებათ აღიარება და ცნობა საერთაშორისო დონეზე, ხელისუფლების მართვის დღეები არის დათვლილი. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონ სალომესთან ერთად, შევძლებთ დღის წესრიგში დავაბრუნოთ საქართველო”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.