spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი გახარია – დავანებოთ ახლა ამ ზეიმს თავი, ვკონცენტრირდეთ ხმების დაცვაზე, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანია

მე ველოდები ბევრად უკეთეს შედეგებს, მას შემდეგ, რაც რეალური დათვლა დაიწყება. იმის მაგივრად, რომ აქ დიდი ამბებით ვზეიმობდეთ, უნდა ვისხდეთ სულ ყველა, რასაც ახლა მე ვაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად და თითოეულ უბანს გავდიოდეთ დეტალურად, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეგზიტპოლის ცდომილება საკმაოდ დიდია, ამიტომ არის ამხელა სხვაობები.

“მე ველოდები ბევრად უკეთეს შედეგებს, მას შემდეგ, რაც რეალური დათვლა დაიწყება. მინდა გითხრათ, რომ ეგზიტპოლის ცდომილება საკმაოდ დიდია, ამიტომ არის ამხელა სხვაობები. მე ვთვლი, რომ თითოეული უბნიდან ხმების დაცვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამის შემდეგ, როცა ხმების დათვლა დასრულდება, იქნება ბევრად უკეთესი შედეგი, ვიდრე არის ახლა ეგზიტპოლებში, ამაში დარწმუნებული ვარ და ჩვენ ამას ერთად ვნახავთ. ის, რომ საქართველოში სხვადასხვა ტელევიზიებზე, სხვადასხვა რეალობაა პირველად არ ხდება, ეს გამოცდილი გვაქვს და გამოვლილი გვაქვს. გვქონია შემთხვევები, რომ გვიზეიმია და დილით სხვა შედეგი მიგვიღია, ამიტომ ეგზიტპოლი ეგზიტპოლია. ვიზეიმეთ, დავანებოთ ახლა ამ ზეიმს თავი, ვკონცენტრირდეთ ხმების დაცვაზე, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველაფერი არის დასათვლელი თითოეული უბნიდან და ამის შემდეგ მართლა ვიზეიმებთ. ოცნება ეცდება, რომ ვირტუალურ რეალობასთან ახლოს გვამყოფოს, ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმები დავიცვათ. იმის მაგივრად, რომ აქ დიდი ამბებით ვზეიმობდეთ, უნდა ვისხდეთ სულ ყველა, რასაც ახლა მე ვაკეთებ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად და თითოეულ უბანს გავივლით დეტალურად“, – განაცხადა გახარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები