spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი გახარია – ეროვნული ინტერესების და ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის, ეს დრო უკვე მოდის

ადამიანი, რომელსაც თავად ამერიკის პასპორტი აქვს და ევროპაში ცხოვრობს, საკუთარი ფულის გადასარჩენად და ივანიშვილის დავალებით, საკუთარი პროპაგანდისტული ტელევიზიიდან ჩვენს შვილებს არწმუნებს, რომ ევროპა ცუდია, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია ტელეკომპანია “იმედის” მფლობელ ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებით წერს.

 

“გუშინდელი სამარცხვინო ინტერვიუს შემდეგ ეს კაცი ივანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა! ის გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ივანიშვილის დავალებით, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ჩანაწერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

 

ადამიანი, რომელსაც თავად ამერიკის პასპორტი აქვს და ევროპაში ცხოვრობს, საკუთარი ფულის გადასარჩენად და ივანიშვილის დავალებით, საკუთარი პროპაგანდისტული ტელევიზიიდან ჩვენს შვილებს არწმუნებს, რომ ევროპა ცუდია.

 

ეროვნული ინტერესების და ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის!

 

დროის საკითხია და ეს დრო უკვე მოდის”, – წერს გახარია.

 

ტელეკომპანია “იმედის” მფლობელმა ირაკლი რუხაძემ განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის ჩაწერა აუცილებელი არ იყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები