spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი გახარია – ეროვნული ინტერესების მოღალატე, შეშინებული ე.წ. ხელისუფლება თავის გადარჩენას მშვიდობიან პროტესტზე ძალადობით ცდილობს

შეშინებული, არაადეკვატური ხელისუფალი იმის ნიშანია, რომ ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შევედით და ჩვენი გამარჯვებაც დროის საკითხია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია წერს.

“ეროვნული ინტერესების მოღალატე, შეშინებული ე.წ. ხელისუფლება თავის გადარჩენას მშვიდობიან პროტესტზე ძალადობით ცდილობს. ის ყველას მიუკაკუნებს კარზე, მათ შორის – იმათ, ვინც დღეს ჩუმადაა, ფიქრობს, რომ მას არაფერი შეეხება და თავისი სიჩუმით ახალისებს მოძალადე რეჟიმს. ეს მხოლოდ დროის საკითხია.

შეშინებული, არაადეკვატური ხელისუფალი იმის ნიშანია, რომ ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შევედით და ჩვენი გამარჯვებაც დროის საკითხია, რომელიც ძლიერი, თანმიმდევრული, მშვიდობიანი პროტესტით გარდაუვლია. თავისუფლება რეჟიმის მძევლებს!” – წერს გახარია.

პოლიციამ გუშინ და დღეს სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ჩხრეკა ჩაატარა. დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები