spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი გახარია – ესტონეთის მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში

“გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მარგუს ცაჰკნას შეხვდა.

“შევხვდი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მარგუს ცაჰკნას, რომელთანაც გამოვხატე მადლიერება ესტონეთის ურყევი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისა და მკაფიო პოზიციისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის არალეგიტიმური „არჩევნების“ წინააღმდეგ.

განვიხილეთ საქართველოს პოლიტიკური კრიზისი და მისი გავლენა რეგიონულ უსაფრთხოებაზე. მინისტრს ავუხსენი, რომ უწყვეტი პროტესტის მე-80 დღეს თბილისის ქუჩები სავსეა საქართველოს მოქალაქეებით, რომლებიც პირველ რიგში უკანონო პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ესტონეთის მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში”, – აცხადებს გახარია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები