spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი გახარია – გააჩერეთ ეს რეპრესიები, სანამ გვიანი არ არის!

რეჟიმის მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან – ვინც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის იბრძვის! – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

“ბათუმში გუშინ და დღეს ჩვენი გუნდის ახალგაზრდები, მათე და ელიზბარი დააკავეს. ასევე დაკავებულები არიან სხვა ახალგაზრდები, ჟურნალისტები.

გააჩერეთ ეს რეპრესიები, სანამ გვიანი არ არის! პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა!

თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს!

დაინიშნოს ახალი არჩევნები!” – წერს გახარია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები