ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ეხმაურება,
“ივანიშვილი არღვევს აშშ-ის სანქციებს იმით, რომ ახლახან სანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს მის ანგარიშებზე წვდომის უფლებას აძლევს საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით.
ივანიშვილი აკონტროლებს არა მხოლოდ ყველა ინსტიტუტს, არამედ იცავს საკუთარ თავს და მის ქვეშევრდომებს საერთაშორისო პასუხისმგებლობისგან, ხოლო საქართველოს უბიძგებს რუსეთისკენ და აშორებს მას დასავლეთისგან”, – წერს გახარია Twitter-ზე.