spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი გახარია – ივანიშვილს სჭირდებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც არც კი გაიფიქრებდა, რომ რაიმე კითხვის ნიშანი დასვას, ამოარჩია მონებში ყველაზე ბუნებრივი

ყაველაშვილზე რა უნდა ვილაპარაკოთ, როგორც პრეზიდენტზე. არ არის აქ შორს მიმავალი გეგმები, უბრალოდ, ივანიშვილს სჭირდებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც არც კი გაიფიქრებდა, რომ რაიმე კითხვის ნიშანი დასვას, უბრალოდ, ამოარჩია მონებში ყველაზე ბუნებრივი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინამ საქართველოს მოქალაქეებს უთხრა, რომ არ აინტერესებს მათი დამოკიდებულება, რადგან მას სჭირდება ადამიანი, რომელსაც არც პოტენციალი ექნება, რომ ნაბიჯი გადადგას დისკომფორტის შესაქმნელად და არც სურვილი.

“ყაველაშვილზე რა უნდა ვილაპარაკოთ, როგორც პრეზიდენტზე. არ არის აქ შორს მიმავალი გეგმები, უბრალოდ, ივანიშვილს სჭირდებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც არც კი გაიფიქრებდა, რომ რაიმე კითხვის ნიშანი დასვას, უბრალოდ, ამოარჩია მონებში ყველაზე ბუნებრივი. ეს იმას ნიშნავს, რომ, მისთვის კომფორტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოებრივი აზრი. მხოლოდ ჩვენ გვითხრა ეს, თორემ, ქვეყნის გარეთ, არც მოსკოვში და არც არსად არ იციან ვინ არის მიშა ყაველაშვილი. ბიძინამ საქართველოს მოქალაქეებს უთხრა, რომ არ აინტერესებს მათი დამოკიდებულება, რადგან მას სჭირდება ადამიანი, რომელსაც არც პოტენციალი ექნება, რომ ნაბიჯი გადადგას დისკომფორტის შესაქმნელად და არც სურვილი. მიშა იქნება თავდაჯერებული, მორწმუნე მსახური, რომელიც მოემსახურება ერთ ადამიანს. ის ადამიანები, რომლებიც წაიკითხავენ ყაველაშვილის ბიოგრაფიას მიხვდებიან, რომ ამასთან საუბარს აზრი არ აქვს და უნდა ელაპარაკონ ბიძინას, ეს არის მთავარი მიზანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

“ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები