spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი გახარია – კაბინეტებში დარჩენა გაცვალეს ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის აქტზე ხელის მოწერაში

ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ კაბინეტებში დარჩენა, ხელისუფლების შენარჩუნება გაცვალა ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის აქტზე ხელის მოწერაში, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

“ეუთოს განცხადება, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებამ, არ ვიცი, ახლა ამას რა დავარქვა, დანაშაულებრივად არ მისცა ხმა, იქაც მარტივი რამ იყო – მათ, ფაქტობრივად, ქვეყნის სუვერენიტეტის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის, რუსეთზე მოთხოვნის 2008 წლის პირობების შესრულების. აი, ამას ყველაფერს ხელი არ მოაწერეს, ხმა არ მისცეს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იგივე განცხადებაში, იგივე რეზოლუციაში იყო მოთხოვნა, ნორმალურად, დემოკრატიულად, კონკურენტულად არჩევნების ჩატარების!

 

ფაქტობრივად, ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ კაბინეტებში დარჩენა, ხელისუფლების შენარჩუნება, გაცვალა ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის აქტზე ხელის მოწერაში.

 

ბოლო ტექსტი რომ წაიკითხოთ, იდეალური „ვორდინგია“, იდეალური ფორმულირებებია, თუ როგორ უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, როგორ სთხოვენ რუსეთს, დატოვოს საქართველოს ტერიტორია და მატყუარა ხელისუფლებამ, რომელიც თავის თავს რაღაც კონსერვატულს, თუ რაღაც ტრადიციულს ეძახის, ჩაიდინა ანტიეროვნული ქმედება, გადადგა ანტიეროვნული ნაბიჯი და ამ რეზოლუციას ხმა არ მისცა. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამავე რეზოლუციაში მათ მიმართ იყო მოწოდება, რომ, მეგობრებო, ნორმალურად ჩაატარეთ არჩევნები და გაუფრთხილდით ქართულ დემოკრატიას და ქართველი ხალხის ნებას!” – განაცხადა გახარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები