spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი გახარია – მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანობა, ყველაზე მეტად დაყოფილები ვართ

ამდენი წლის შემდეგაც, ადამიანები უსამართლობის, ჩაგვრის, ძალადობის მსხვერპლნი არიან, მტერი კი თავის მიზანს აღწევს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია წერს.

“9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში უმძიმესი დღეა და წესით ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა თუ გემოვნებისა.

თუმცა, ამდენი წლის შემდეგაც, ადამიანები უსამართლობის, ჩაგვრის, ძალადობის მსხვერპლნი არიან, მტერი კი თავის მიზანს აღწევს – მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანობა, ყველაზე მეტად დაყოფილები ვართ. ამის ხილვა ყველაზე ნაკლებად მოუნდებოდათ მათ, ვინც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას თავი შესწირეს.

ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს მერაბ კოსტავას ანდერძად დატოვებულ სიტყვებს, რომ არასდროს შევწყვიტოთ ბრძოლა თავისუფლებისთვის, რადგან მთავარი ბრძოლა თავისუფლების მოპოვების შემდეგ მის შესანარჩუნებლად იწყება.

მათ წინაშე ყველანი ვალდებულები ვართ ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის, ვიბრძოლოთ ნამდვილი მშვიდობისთვის და ერთხელ და სამუდამოდ ბოლომდე მივიყვანოთ ეროვნული მოძრაობის მიერ დაწყებული საქმე”, – წერს გახარია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები