spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი გახარია – მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ არ მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტის არჩევნებში

გუშინ ჩატარდა პარლამენტის პირველი, უკანონო სხდომა, რომელიც სრულად გავიდა საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. პარლამენტს დღეს არ აქვს არც ქართველი ხალხის, არც საერთაშორისო საზოგადოების, არც სადამკვირვებლო მისიების ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტმა, დღეს საარჩევნო ვადების უხეში დარღვევით, დანიშნა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს.

“გუშინ ჩატარდა პარლამენტის პირველი, უკანონო სხდომა, რომელიც სრულად გავიდა საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. პარლამენტს დღეს არ აქვს, არც ქართველი ხალხის, არც საერთაშორისო საზოგადოების, არც სადამკვირვებლო მისიების ლეგიტიმაცია. ნაცვლად იმისა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობასთან კითხვებისთვის გაეცა პასუხი, გამოექვეყნებინა სიები არჩევნებში მონაწილე საქართველოს მოქალაქეების, “ოცნებამ“ კიდევ ერთხელ, უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ, მაშინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნების კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, პარლამენტის სხდომა ჩატარდა სრულად უკანონოდ, შესაბამისად, საპარლამენტო რესპუბლიკაში უკანონოდ აირჩა პარლამენტის თავმჯდომარე და ამ დღეებში უკანონოდ აირჩევენ მთავრობასაც. ამავე პარლამენტმა, დღეს საარჩევნო ვადების უხეში დარღვევით, დანიშნა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს. პრეზიდენტის ინაუგურაციას არ უნდა დაესწროს საერთაშორისო, დემოკრატიული საზოგადოების წარმომადგენლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილი შეეცდება, ეს გამოიყენოს, როგორც გაყალბებული არჩევნების, უკანონო პარლამენტის, უკანონო პრეზიდენტის აღიარების მისაღწევად.

ჩვენი პოლიტიკური ძალა, რომელსაც საკრებულოს წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, “ოცნების“ და “ნაცების“ შემდეგ, საარჩევნო კოლეგიაში გვაქვს ყველაზე მეტი ხმა, პრეზიდენტის არჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ არ მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტის არჩევნებში.

ჩვენი მთავარი მიზანია, ქვეყანა არ გადავიდეს კრიზისის მძიმე ფაზებში და ამის გამოსასწორებლად, საჭიროა, რომ არც ამ პარლამენტს, არც არჩევნებს, არც მთავრობას არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია. “ოცნებას“ ჰქონდა კარგი შესაძლებლობა, ეს არჩევნები გამოეყენებინა იმისთვის, რომ ქვეყანაში დაძაბულობა მოეხსნა, მაგრამ ამჯობინა ავტორიტარული რეჟიმის შენარჩუნება. საბოლოოდ, მთავარია არ ჰქონდეთ ლეგიტიმაცია და ეს არის უპირველესი მიზანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები