spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი გახარია – “ოცნების” ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის ბანაკში მყოფების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება.

 

“ხელისუფლებამ არჩევანი გააკეთა წარსულსა და მომავალს შორის. “ოცნებამ”, ისევე როგორც “ნაციონალურმა მოძრაობამ”, მმართველობის ბოლო წლებში, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ძალადობის წახალისება დაიწყო.

 

ახლა უკვე “ოცნების” ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა. 

 

ძალადობა არასდროს ყოფილა ჩვენი კულტურის და ეროვნული ღირებულებების ნაწილი. 

 

ახალგაზრდებთან ომში ნებისმიერი ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის! 

 

ჩემი სრული მხარდაჭერა ახალგაზრდებს!”, – წერს გახარია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები