spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი გახარია – ქვეყნის ტრაგედიაა, როდესაც ე.წ. პრეზიდენტი კაბინეტიდან ვერ გამოვა

შინაურული ინაუგურაცია ექნება. სინამდვილეში, ეს ქვეყნის ტრაგედიაა, როდესაც ე.წ. პრეზიდენტი კაბინეტიდან ვერ გამოვა, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილს ლეგიტიმაცია არ ექნება.

“შინაურული ინაუგურაცია ექნება. სინამდვილეში, ეს ქვეყნის ტრაგედიაა, როდესაც ე.წ. პრეზიდენტი, რომელსაც უნდა შეესრულებინა ხიდის როლი ამ ძალიან რთულ პერიოდში, უბრალოდ კაბინეტიდან ვერ გამოვა და რესურსი არ ექნება რამდენიმე მეზობლის გარდა, რომ აიღოს ტელეფონი და თავის კოლეგას დაელაპარაკოს, იმიტომ, რომ მას არავინ არ აღიარებს. ეს არ არის ცალკე აღებული ერთი ადამიანის ტრაგედია, ეს ქვეყნის ტრაგედიაა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს საკანონმდებლო ორგანოში გაიმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები