spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი გახარია – რეჟიმმა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ იძალადა

რეჟიმმა თვითგადარჩენისთვის არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალა გამოიყენა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია წერს.

“2024 წლის 30 ნოემბერი – კიდევ ერთი ნოემბერი უკვე ივანიშვილის შესრულებით. კიდევ ერთი დანაშაული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

რეჟიმმა თვითგადარჩენისთვის არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალა გამოიყენა. რეჟიმმა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ იძალადა. ახალგაზრდებზე, რომლებსაც მხოლოდ თავისუფალ, ევროპულ საქართველოში ცხოვრება სურთ. მოძალადე რეჟიმს საქართველომ ერთხელ უკვე უთხრა – არა!” – წერს გახარია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები