საერთაშორისო იურისდიქციის ქვეშ არჩევნების მოთხოვნა არის საჩუქარი “ოცნებისთვის”, ვინც ამას აკეთებს, ან ადეკვატურობა აკლიათ, ან სასარგებლო იდიოტები არიან, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სხვისი იურისდიქციის ქვეშ არჩევნების ჩატარებას საკანონმდებლო ბაზა სჭირდება.
“საერთაშორისო იურისდიქციის ქვეშ არჩევნების მოთხოვნა არის საჩუქარი „ოცნებისთვის“, ვინც ამას აკეთებს, ან ადეკვატურობა აკლიათ, ან სასარგებლო იდიოტები არიან. ნაცვლად იმისა, რომ მოითხოვო, ინფორმაცია, რა მოხდა ამ არჩევნებზე, ან ამის შემდეგ, ან მანამდე მოითხოვო ცესკოს დღევანდელი ადმინისტრაციის ცვლილება, კონსენსუსური წესით მათი არჩევა და კიდევ ბევრი რაღაცა, გამოდიხარ პირდაპირ და იძახი საერთაშორისო, უცხოური ადმინისტრაციის ქვეშ ჩატარდეს არჩევნები. როგორ ფიქრობთ ამაზე, რა რეაქცია ექნება ოცნებას, დასცინებს და ნაწილობრივ სწორიც იქნება.
ჯერ შენ მოითხოვე ადმინისტრაციის ცვლილება, საქართველოს მოქალაქეების, ქართული ადმინისტრაციის და იურისდიქციის ქვეშ ჩაატარე არჩევნები. ამას რომ თავი დავანებოთ, მარტივ მაგალითს გეტყვით, იდიოტი ხომ არ უნდა იყო, სხვისი იურისდიქციის ქვეშ ჩატარებულ არჩევნებს სამართლებრივად იცით რამდენი დრო სჭირდება? ამას საკანონმდებლო ბაზა სჭირდება, ამას განხილვები სჭირდება, ამას პარლამენტი სჭირდება, ასე სად არის. კანონი არ არსებობს, კონსტიტუცია არ არსებობს? როგორ გგონიათ, ვიღაცა გამოვიდა მიტინგზე თქვა, ხვალ მოვალ და უცხოური იურისდიქციის ქვეშ ჩავატარებთ არჩევნებს? რაღაცა გონიერება ხომ უნდა იყოს“, – განაცხადა გახარიამ.