“ქართულ ოცნებას” ადეკვატურობა უკვე დიდი ხანია, დაკარგული აქვს, რეალობას აცდენილები არიან. ქმნიან რაღაც ხმაურებს და პროცესებს იმისთვის, რომ რეალური არჩევნების დაცვის პროცესი, სადაც მიმდინარეობს, გადაგვატანინონ ყურადღება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სინამდვილეში, დღეს, რაც არის გასაკეთებელი, რეალური ნაბიჯების გადადგმაა ხმების დასაცავად.
“ქართულ ოცნებას“ ადეკვატურობა უკვე დიდი ხანია, დაკარგული აქვს, რეალობას აცდენილები არიან. ქმნიან რაღაც ხმაურებს და პროცესებს, იმისთვის, რომ რეალური არჩევნების დაცვის პროცესი, სადაც მიმდინარეობს, გადაგვატანინონ ყურადღება. რაღაც გამოძიებებს იწყებს პროკურატურა, გამოდიან და განცხადებებს აკეთებენ. სინამდვილეში, დღეს, რაც არის გასაკეთებელი, რეალური ნაბიჯების გადადგმაა, რომ ეს ხმები დავიცვათ. თან იძახიან, რომ ორ კვირაში იმპიჩმენტს გამოვუცხადებთ სალომე ზურაბიშვილსო და თან პროკურატურაში იბარებენ. ეს ყველაფერი არათავსებადია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.