თქვენი ხმა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ეს ახალგაზრდები ყველაფერს რისკავენ ევროპული ღირებულებებისთვის – თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ღირსებისთვის, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ევროკავშირის მკაფიო და მტკიცე პოზიცია არა მარტო ძალას მისცემს ამ ახალგაზრდებს, არამედ დაამტკიცებს, რომ ევროპა დგას მათ გვერდით.
“ეს ახალგაზრდები ყველაფერს რისკავენ ევროპული ღირებულებებისთვის – თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ღირსებისთვის. თუმცა გრძნობენ, რომ მათ ბრძოლას დუმილით ხვდებიან.
ამ ახალგაზრდებისთვის ევროკავშირი მხოლოდ იდეა არ არის. ეს მათი ხსნაა – უკეთესი, თავისუფალი და დემოკრატიული მომავლის იმედი.
თქვენი ხმა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ევროკავშირის მკაფიო და მტკიცე პოზიცია არა მარტო ძალას მისცემს ამ ახალგაზრდებს, არამედ დაამტკიცებს, რომ ევროპა დგას მათ გვერდით, ვინც იბრძვის ევროკავშირის ღირებულებებისთვის, თუნდაც დიდი პირადი რისკის ქვეშ.
მოგმართავთ, აჩვენეთ ამ მამაც ხალხს, რომ ევროკავშირს ესმის მათი ხმა და მტკიცედ უჭერს მხარს მათ ბრძოლას!”, – წერს გიორგი გახარია.