spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი გახარია – უნდა გამოვიდეთ ჩაკეტილი წრიდან, რომელმაც მიგვიყვანა ცემა-ტყეპამდე, ჭორაობამდე, გინებამდე

“მე სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ ქვეყანას ახალი გზა სჭირდება, ახალი პერსპექტივა სჭირდება. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ ჩაკეტილი წრიდან, რომელზეც, სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში დავრბივართ და რომელმაც მიგვიყვანა სიძულვილამდე, რადიკალიზაციამდე, ერთმანეთის ცემა-ტყეპამდე, ჭორაობამდე, გინებამდე და საბოლოოდ ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ. ეს ყველაფერი ცალკე აღებული ჩვენი მოქალაქეების ტრაგედიებში გადაიზრდება ხოლმე, სამწუხაროდ, ასე ხდება, როცა სახელმწიფო თავის ფუნქციას ვერ ასრულებს.“ – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ. 

 

გახარიამ დღეს პარტია „საქართველოსთვის“ ახალი ოფისი მცხეთაში გახსნა და მედიის შეკითხვებსაც იქ უპასუხა. 

 

“იმ ქაოსის მიუხედავად, რაც ახლა ქვეყანაში ხდება და იმ ცირკის მიუხედავად, რაც პარლამენტში ხდებოდა – ჩვენ ჩვენს გეგმას მივუყვებით.  ჩვენ ამ გზიდან არ გადავუხვევთ, იმიტომ, რომ ვთვლით, რომ ქვეყნის მომავლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს არის ძირითადი წინაპირობა იმისთვის, რომ ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს -პარტიული ოფისების გახსნა, არჩევნებში მონაწილეობა, ახალი თაობის ახალგაზრდა პოლიტიკოსები, რომლებმაც ამ ქვეყნის მომავალი უნდა ჩაიბარონ“, – აცხადებს გიორგი გახარია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები